ჰანს ქრისტიან ანდერსენი

ბიოგრაფია ზღაპრები გალერეა

,,მსოფლიოს უპირველესი მეზღაპრე” - ასე უწოდა თავის დროზე მსოფლიო ლიტერატურის დიდმა კლასიკოსმა, ჩარლზ დიკენსმა ჰანს ქრისტიან ანდერსენს(1805-1875).
იგი
არა მარტო გენიალური მეზღაპრე იყო, არამედ ლიტერატურაში ახალი მიმართულების - ლიტერატურული ზღაპრის შემქმნელიც. ანდერსენამდე, ამ დარგში მოღვაწე ლიტერატორები ხალხური ზღაპრების მხოლოდ შეკრებით და მათი გამოცემით იყვნენ დაკავებული. ანდერსენი იყო პირველი, რომელიც თვითონვე თხზავდა ბრწყინვალე ზღაპრებს. ამისათვის კი მას უმდიდრესი მასალა გააჩნდა: მეზღაპრის გენიალური ნიჭი,  ხალხური ფოლკლორი და ჩვეულებრივი ადამიანები - აკი თვითონვე ამბობდა: ,,ყველაზე საოცარ ზღაპარს ადამიანის ცხოვრება წარმოადგენსო.”
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
ანდერსენის ზღაპრები მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდში შევიდა მის სიცოცხლეშივე. აქვს ლექსებიც, ნოველები, პიესები, მემუარები - ”ჩემი ცხოვრების ზღაპარი” და სხვა ნაწერებიც, მაგრამ მსოფლიო დიდება ზღაპრებმა მოუტანეს. მას ”ზღაპრების უგვირგვინო მეფე” უწოდეს.

Hosted by uCoz